2013-11-22

ალან პარკერის ფილმის ,,დევიდ გეილის ცხოვრება“ ჩვენება

22 ნოემბერს, 14:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული კინოკლუბი  ალან პარკერის ფილმის ,,დევიდ გეილის ცხოვრება“  ჩვენებას გამართავს. ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტუმრები და სტუდენტები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი