2015-01-20

მონოგრაფიის „თორისა და ქებათა ქების არსის საიდუმლოებათა შემეცნების“ პრეზენტაცია

20 იანვარს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მოშე-ხაიმ (თემურ) მდინარაძის მონოგრაფიის „თორისა და ქებათა ქების არსის საიდუმლოებათა შემეცნების“ პრეზენტაცია.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობის საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი, დოქტორი ლაშა ჟვანია, თსუ პროფესორები, ებრაისტიკის მიმართულების სტუდენტები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე


« იხ. ყველა ანონსი