2013-11-25
სერგი დანელიას 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა
25 ნოემბერს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის მუზეუმში ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის სერგი დანელიასადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
გამოფენა სერგი დანელიას 125 წლისთავს ეძღვნება. ექსპოზიციაში სერგი დანელიას პირადი ნივთები, სურათები, მიმოწერა, წიგნები და ნაშრომები გამოიფინება.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და სერგი დანელიას სახლ-მუზეუმი მარტვილში.
გამოფენა ფილოსოფიის სამეცნიერო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, თსუ მუზეუმი

« იხ. ყველა ანონსი