2014-03-05

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის

5 მარტს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდება. ხელშეკრულებას თსუ რექტორი,  აკადემიკოსი ვლადემერ პაპავა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას გაიღრმავებენ. მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მიიღონ ნებისმიერი კონსულტაცია და დახმარება ქარტიის მანდატისა და უფლებამოსილების ფარგლებში. უნივერსიტეტი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და  ქარტიის თანამშრომლობას, შეხვედრებს, დისკუსიებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი



« იხ. ყველა ანონსი