2011-04-12
პროფესორის ნილ მაკფარლეინის საჯარო ლექცია თემაზე: დიდი ქვეყნის ცნება საერთაშორისო ურთიერთობებში
პრეს-რელიზი
პროფ. ნილ მაკფარლეინის საჯარო ლექცია
პროფ. ნილ მაკფარლეინის საჯარო ლექცია
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში 12 აპრილს, 17.00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში, აუდიტორიაში № 402 შედგება ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ნილ მაკფარლეინის საჯარო ლექცია თემაზე:
დიდი ქვეყნის ცნება საერთაშორისო ურთიერთობებში
ლექციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ინგლისური.
პროფესორი მაკფარლეინი ცნობილი ექსპერტია ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში მიმდინარე ტრანსფორმაციის საკითხებში. პროფესორი მაკფარლეინი თავის კვლევებში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. იგი აგრეთვე იკვლევს პოსტ-კომუნისტურ სახელმწიფოებში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, სამოქალაქო კონფლიქტების მოგვარებასა და პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის საკითხებს.
პროფესორი ნილ მაკფარლეინი თანამშრომლობს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებასთან როგორც უცხოელი აკადემიური მრჩეველი. იგი აგრეთვე არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ადმინისტრირებული თსუ-ს საერთაშორისო, სადოქტორო პროგრამის ”საერთაშორისო ურთიერთობების” აკადემიური ხელმძღვანელი.
საჯარო ლექციებზე წარმოდგენილ საკითხებში პროფესორი ნილ მაკფარლეინი გამოხატავს მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.