2013-06-20

პრეზენტაცია - „ფარიკაობა კავკასიაში“

20 ივნისს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზენტაცია - „ფარიკაობა კავკასიაში“ გაიმართება. ღონისძიება ფარიკაობის საერთაშორისო სკოლის „მშვიდობიანი კავკასია - 2013“ ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის მოფარიკავეები და მწვრთნელები.
პრეზენტაცია თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმართება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ Iკორპუსი. აუდიტორია №101

« იხ. ყველა ანონსი