2013-03-22

ჰაინერ ალვარტისთვის თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება

22 მარტს, 11:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში,   ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორ, დოქტორ ჰაინერ ალვარტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება    სისხლის სამართლის სამეცნიერო სიმპოზიუმის კრებულის პრეზენტაცია (თსუ პირველი კორპუსი, 006 აუდიტორია); ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ოფიციალური გახსნა (თსუ პირველი კორპუსი, 006 აუდიტორია); სამეცნიერო კონფერენცია (თსუ პირველი კორპუსი 006 აუდიტორია)

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი