2013-12-25
შეხვედრა თსუ დოქტორანტებთან
25 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდება და წარმატებას მიულოცავს. წარმატებულ დოქტორანტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამახსოვრო მედალი და სერტიფიკატები გადაეცემათ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60 დოქტორანტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაუფინანსებს სწავლის გადასახადს, სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას.
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერისთვის წელს პირველად გასცა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება. კონკურსში შემოსული განაცხადები დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასეს.
კონკურსის შედეგად კვლავ ლიდერობს თსუ. დაფინანსებული 135 დოქტორანტიდან 60 თსუ-ის სტუდენტია, რაც საერთო დაფინანსებული განაცხადების 44% შეადგენს. გამარჯვებული პროექტების ჯამური ბიუჯეტია 902 197 ლარი. სტუ-დან დაფინანსდა 37 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 27%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 417 998 ლარი), ილიაუნი-დან 17 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 13%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 280 292 ლარი).
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი