2015-03-06

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში

6 მარტს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნომრები, პოეზია, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს ქალბატონებს  ცნობილი სახეები მიულოცავენ.

დარბაზის ფოიეში მოეწყობა ყვავილების, ხელნაკეთი ნივთებისა და პარფიუმერიის გამოფენა. ღონისძიება „ქალთა საბჭოსა“ და „ქალთა ასოციაციის“ ორგანიზებით ტარდება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ  პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი