2017-10-18

საჯარო ლექცია "ციტოქრომები და მათი მნიშვნელობა მედიცინაში და ბიოტექნოლოგიაში"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების საგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში, პროფესორი რიტა ბერნარტი 18 ოქტომბერს 16:00 საათზე წაიკითხავს ლექციას თემაზე: ციტოქრომები და მათი მნიშვნელობა მედიცინაში და ბიოტექნოლოგიაში.

19 ოქტომბერს 16:00 საათზე პროფესორი ინგოლფ ბერნარტი წაიკითხავს ორ ლექციას თემებზე: 1.ბიოლოგიური უჯრედების შესწავლის ახალი მეთოდები; 2.სისხლის წითელი უჯრედები, მათი იონური სატრანსპორტო გზები მემბრანაში და მათი მონაწილეობა სისხლში თრომბის ფორმირებაში. ზოგიერთი სახის სისხლის  დაავადებები;

მისამართი: ბელიაშვილის 78, მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, აუდიტორია #2
« იხ. ყველა ანონსი