2011-06-08

"საბავშვო უნივერსიტეტი" ჭიათურაში

8 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "საბავშვო უნივერსიტეტი" ჭიათურაში ატარებს მრავალტურიანი კონკურსის ფინალურ კონფერენციას "ვინ უკეთ იცის საქართველოსა და ჭიათურის ისტორია." თანაორგანიზატორები: ასოციაცია "ჭიათურელთა  კავშირი", ჭიათურის მუნიციპალიტეტი.  
ჭიათურის მოსწავლეებთან თსუ-საბავშვო უნივერსიტეტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს – ჭიათურის № 1 საჯარო სკოლის გუნდმა ,,საშევარდნომ” თსუ-ში ჩატარებულ გეოგრაფიულ ვიქტორინაში ორჯერ - 2010 და 2011 წლებში № 1 ადგილი დაიკავა.

      

« იხ. ყველა ანონსი