2016-12-01

ტიერი ბერიშვილის საჯარო ლექცია - ,,ლევილის ქართული მამულის ისტორია’’

1 დეკემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ფრანგული  კულტურის და ქართველ ხალხთან მეგობრობის ასოციაცია -„გაუმარჯოს საქართველოს“ პრეზიდენტის ტიერი ბერიშვილის საჯარო ლექციას „ლევილის ქართული მამულის ისტორია“ გამართავს.

ლექცია შეეხება 1922 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  მთავრობის მიერ, საფრანგეთში, ლევილის მამულის შესყიდვას, ლევილის მამულში ქართველ პოლიტიკურ და კულტურული ემიგრაციის ცენტრის შექმნას; ქართველი ემიგრანტების ლევილის მამულში მოღვაწეობასა და მამულის 84 წლიან ისტორიას. ლექციის დასკვნითი ნაწილი დაეთმობა ლევილის ისტორიული მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების 24 წლიან ისტორიას.

ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიების სამუშაო ენა - ქართული.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი  №1. თსუ I კორპუსი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი