2011-01-28

საბავშვო უნივერსიტეტის გასვლითი ღონისძიება წეროვანში

თსუ–ს საბავშვო უნივერსიტეტი გასვლითი ლექციების ციკლს იწყებს. 28 იანვარს, 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წეროვანში მდებარე ახალი დასახლების №3 საჯარო სკოლას ესტუმრებიან და მოსწავლეებისთვის  ლექციებს ჩაატარებენ. პროფესორი ვახტანგ ლიჩელი წაიკითხავს ლექციას თემაზე – „ქართველები და მათი ძველი კულტურა“, ხოლო პროფესორი რამაზ ლომსაძე ლექციას – „ჩვენს გარშემო ფიზიკური პროცესები –  ელექტრომაგნიტური ტალღები და ბგერები“. ღონისძიებას თსუ–ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.
« იხ. ყველა ანონსი