2013-09-30

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლოგიკასა და ენაში

30 სექტემბერს, 09:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება მე-9 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლოგიკასა და ენაში თბილისი 2013.

საზაფხულო სკოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, „კურტ გიოდელის საზოგადოებისა“ და სორბონის უნივერსიტეტის ხელშეწყობით იმართება. პროგრამის მიზანია ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა გაერთიანება და მათ შორის ინფორმაციის გაცვლა. კურსის დასრულების შემდეგ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს  სერთიფიკატები გადაეცემათ.

საზაფხულო სკოლა 5 დღიანია და 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1,  თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი