2018-09-21

შეხვედრა უცხოელ გაცვლით სტუდენტებთან

21 სექტემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა გაცვლითი პროგრამებით ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებთან.

2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ში 23 უცხოელი სტუდენტი ისწავლის სხვადასხვა პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი