2020-07-13

ვებინარი - "უნივერსიტეტების მესამე მისია კორონავისუსის კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში"

13 ივლისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს ვებინარს თემაზე: „უნივერსიტეტების მესამე მისია კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში“. ვებინარის მომხსენებლები ისაუბრებენ უნივერსიტეტების როლზე ქვეყნისა და მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში. ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება: როგორ განიმარტება უნივერსიტეტების მესამე მისია? როგორ უპასუხეს უნივერსიტეტებმა პანდემიას? რა შეიძლება რომ გააკეთონ უნივერსიტეტებმა როდესაც ქვეყანაში/მსოფლიოში კრიზისია? როგორ შეიძლება უნივერსიტეტებმა აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება ვირუსთან დაკავშირებით? როგორ შეიძლება უნივერსიტეტებმა ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების შეჩერებას? იყო თუ არა პანდემია მამოძრავებელი ძალა, რომელმაც უბიძგა უნივერსიტეტებს ჩართულიყვნენ მესამე მისიის აქტივობებში? უნდა ველოდოთ თუ არა უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერებას პანდემიის შემდგომ? 

მომხსენებლები:
დოქტორი გიორგი შარვაშიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
დოქტორი კრისტოფ ტერასი - საერთაშორისო პროექტების დირექტორი,მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი (EFMD)
ფიონა ქროზიერი - დამოუკიდებელი კონსულტანტი, საერთაშორისო განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, გაერთიანებული სამეფოს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო
პროფესორი ჟან-შარლქალიე -  ინოვაციების ვიცე პრეზიდენტი, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი
მოდერატორი:
მაია გელაშვილი - კოორდინტორი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური



« იხ. ყველა ანონსი