2016-10-21

პროფესორ ანდრეა ბორონის საჯარო ლექცია თსუ-ში

21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის, ა(ა)იპ „თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრისა“ და შპს „იუსტიციის საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებით, გაიმართება იტალიელი პროფესორის, ანდრეა ბორონის, საჯარო ლექცია თემაზე – შრომის სამართლის ადგილი კერძო სამართლის სისტემაში.

ღონისძიებას საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.

ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე, თარგმანის უზრუნველყოფით.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №06


« იხ. ყველა ანონსი