2015-04-02
ქალთა საინფორმაციო ცენტრის შეთავაზება უმაღლეს სასწავლებლებს
2 აპრილი, 15:00 საათზე, ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის ”გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის” პრეზენტაციას გამართავს. პროექტის მიზანია კონფლიქტის პრევენციის პროცესში ქალთა როლის გაზრდა, იძულებით გადაადგილებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ეკონომიკური გაძლიერების გზით.
პროექტის განხორციელების პროცესში დაგეგმილია უმაღლესი სასწავლებლებლების ჩართვა და სტუდენტების ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა სახის აქტივობებით. პროექტის მსვლელობისას გაფორმდება მემორანდუმი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან, მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექციები და ტრენინგები გენდერის მიმართულებით, მემორანდუმი დაინტერესებული სტუდენტებისათვის პრაქტიკის გავლისა და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
პროექტი ”გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული.
პრეზენტაციას უმაღლესი სასწავლებლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ამერიკის საელჩოსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მისამართი: კოსტავას ქ. 14. (სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისი)
« იხ. ყველა ანონსი