2017-04-19

თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXI საერთაშორისო გაფართოებული სხდომები

19 აპრილს 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში შედგება ინსტიტუტის სემინარის XXXI საერთაშორისო გაფართოებული სხდომების გახსნა. ფორუმი ეძღვნება აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 110 წელს. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის, ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სტუ ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები. ასევე მონაწილეობას იღებენ მეცნიერები პოლონეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ეგვიპტიდან. 

მისამართი:უნივერსიტეტის ქ.2, ილია  ვეკუას  აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი