2012-12-27

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ შორის

27 დეკემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.  მემორანდუმ თანახმად "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" წიგნები უსასყიდლოდ გადაეცემა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. 27 დეკემბრიდან სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სამკითხველო დარბაზში გაეცნონ როგორც თანამედროვე,
ასევე კლასიკოსი მწერლების შემოქმედებას.
მემორანდუმ
ხელს მოაწერენ თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინათინ მამულაშვილი.


მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი