2018-09-27

"ნორჩ ისტრორიკოსთა სკოლის" მოზარდთა კონფერენცია

27 სექტემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გამართავს კონფერენციას, რომელიც ეძღვნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას.

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა“ წარმოადგენს მოსწავლეების პრეზენტაციას, რომლებიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძეგლებზე ინფორმაციის განთავსებას ვიკიპედიაში ქართულ და აფხაზურ ენებზე.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. # 2, კორპ. 11 (თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა)
« იხ. ყველა ანონსი