2011-10-31

პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი „კავკასია, კონფლიქტი, კულტურა“

2011 წლის 31 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე ტარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის ინსტიტუტისა და მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი „კავკასია, კონფლიქტი, კულტურა“, რომელიც ეხება სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების პრევენციასა და ანთროპოლოგიას. სიმპოზიუმი გაიმართება ქეთევან წამებულის გამზირ 55 მდებარე უნივერსიტეტის კორპუსში. სიმპოზიუმის მსვლელობის პარალელურად იმუშავებს სტუდენტთა სამუშაო ჯგუფები.





იხილეთ პროგრამა












« იხ. ყველა ანონსი