2015-04-15

ორი ერის სულიერი ერთობის დარბაზის სხდომა საჯარო ლექცია და გამოფენა

15 აპრილს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისრაელის ცენტრის ორგანიზებით ორი ერის სულიერი ერთობის დარბაზის სხდომა გაიმართება. დარბაზის თავმჯდომარე თემურ მდინარაძე ჩაატარებს ლექციას თემაზე: „ორი ერის ერთი წარმომავლობა ბიბლიიდან გამომდინარე“, ლექციის შემდეგ საგამოფენო დარბაზში ხელოვანის დავით მანაშეროვის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, საგამოფენო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი