2013-12-09

ჩინეთის ელჩის ვიზიტი თსუ-ში

9 დეკემბერს, 14:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუე ბინი ეწვევა. ჩინეთის ელჩი თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის (იაპონისტიკა, სინოლოგია) სტუდენტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს  შეხვდება.

ბატონი იუე ბინი თსუ ბიბლიოთეკას 97 დასახელების 450 წიგნს გადასცემს საჩუქრად. ჩინურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული სასწავლო და მხატვრული ლიტერატურა შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ სტუდენტებს დაეხმარება ჩინური ენისა და კულტურის შესწავლაში, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებს რეგიონის შესახებ ცოდნის არეალის გაფართოებაში.

შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“(იაპონისტიკა, სინოლოგია) მიმართულება (ხელმძღვანელი პროფესორი ნანა გელაშვილი) თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა არა ერთი გაცვლითი პროგრამა. მიმართულების სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სტაჟირება ჩინეთის უნივერსიტეტებში. საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კი თსუ-ში ჩინურ ენას ასწავლის ჩინელი მოხალისე პედაგოგი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი