2017-05-31
გერმანული ფილოლოგია საქართველოში
31 მაისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება
„გერმანული ფილოლოგია საქართველოში“. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
ჰაიკე ფაიჩი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
არად ბენკო, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
ლუკას ბეგლინგერი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი
მარტინ პრაქსენთალერი, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ღონისძიებაზე საუბარი შეეხება გერმანიის უნივერსიტეტების გერმანისტული ინსტიტუტების პარტნიორობას, ერთობლივ პროექტებს, თსუ-ში გერმანული ფილოლოგიის სასწავლო პროგრამებს. გაიმართება მრგვალი მაგიდა „გერმანული ფილოლოგიის დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივები.“
14.00 საათზე, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზში გაიხსნება გამოფენა „ გერმანიის კულტურა და მეცნიერება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.“
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.
მისამართი; ი. ჭავჭავაძის გამზ.1 თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი