2014-09-22

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლოგიკასა და ენაში

22 სექტემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება მე-10 საიუბილეო საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლოგიკასა და ენაში. 

საზაფხულო სკოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, „კურტ გიოდელის საზოგადოებისა“ და მისი გენერალური მდივნის პროფესორ მათიას ბააზის ხელშეწყობით, ქართველი ლოგიკოსებისა და ლინგვისტების აქტიური მონაწილეობით. პროგრამის მიზანია ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა გაერთიანება და მათ შორის ინფორმაციის გაცვლა.

სკოლას ყოველწლიურად ესწრება 50-მდე სტუდენტი, რომლებსაც საშუალება აქვთ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისაგან გაეცნონ უახლეს მიღწევებს აღნიშნულ სფეროში, დაამყარონ მათთან პირადი კონტაქტი, ლექციებისა და დისკუსიების საფუძველზე გაიღრმავონ ცოდნა, დასახონ სამომავლო სამეცნიერო გეგმები. სტუდენტებს ხშირ შემთხვევაში ეძლევათ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა საზღვარგარეთ. ლექციების დიდი ნაწილი ტარდება ინგლისურ ენაზე, რაც ასევე სასარგებლოა სტუდენტებისათვის ტექნიკური ენის სრულყოფისა და ტერმინოლოგიის ათვისებისათვის. კურსის დასრულების შემდეგ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს  სერთიფიკატები გადაეცემათ.
   
საზაფხულო სკოლა ექვსდღიანია და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი