2017-09-24

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017

24 სექტემბერს 12:00 საათზე მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017 რიყის პარკში გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, სამეცნიერო წრეების, სასწავლო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება  პრეზენტაციები,  საჯარო ლექციები, სხვადასხვა შემეცნებით - გასართობი ღონისძიებები.

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სახალისო ექსპერიმენტებში ქიმიასა და ფიზიკაში, მიიღონ მონაწილეობა სახალისო არქეოლოგიურ გათხრებში, სახელოვნებო მასტერკლასებში, ფსიქოლოგიის სახალისო ექსპერიმენტებში,  დაათვალიერონ გამოფენები და დაესწრონ სხვა უამრავ საინტერესო ღონისძიებას.

რიყეზე, ღონისძიების ფარგლებში სტუდენტური ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ ინოვაციურ Software და Hardware პროექტებს.
 
სამეცნიერო ფესტივალი 8 ოქტომბერს დასრულდება.

პროგრამა

მისამართი:თბილისი, რიყის პარკი





 

« იხ. ყველა ანონსი