2011-06-10

თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სტომატოლოგიურ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას

10 ივნისს, 12.30 სთ–ზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში შიდა შესარჩევი ტური გაიმართება. თსუ სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ „ახალგაზრდა სტომატოლოგთა სამეცნიერო ფედერაციის „  და კომპანია „დენსტალის“ ორგანიზებით ჩატარებულ  უნივერსიტეტთაშორის შეჯიბრში  მე-4 კურსელ სტუდენტ–სტომატოლოგებს შორის პრაქტიკულ უნარჩვევებში. სულ შეჯიბრში 4 უნივერსიტეტის _ თსუ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, „ალმა–მატერისა“ და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები მონაწილეობენ. შეჯიბრი თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება და 2 დღის განმავლობაში გაიმართება. კონკურსში სულ 11 სტუდენტი ღებულობს მონაწილეობას. შემდგომ ეტაპზე გადასასვლელ საუკეთესო სტუდენტებს უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.
მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 126, რესპუბლიკური სტომატოლოგიური კლინიკა

« იხ. ყველა ანონსი