2010-03-17

გაცვლითი პროგრამები მაგისტრებისთვის

ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამა თსუ II სემესტრის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის!

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურს 2010/2011 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამაზე:

ვარშავის უნივერსიტეტი – ეკონომიკისა და ბიზნესისა  და სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (www.iro.uw.edu.pl)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ბიოგრაფია/CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)
  • ერთი რეკომენდაცია (ქართულ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე, 3 ეგზემპლარად)
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ორი ფერადი ფოტო–სურათი ზომით 3/4
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  •  ბაკალავრის დიპლომის ასლი

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2010 წლის 8 აპრილის 12 საათი
(თსუ II კორპუსი, ოთახი 154, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი)
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:  I ეტაპი –  ინგლისური ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება


საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

« იხ. ყველა ანონსი