2014-12-29

ფიზიკური და ანალიზური ქიმიის მიმართულების მეოთხე ყოველწლიური საანგარიშო სიმპოზიუმი

29 დეკემბერს, 10.00 საათზე  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ფიზიკური და ანალიზური ქიმიის მიმართულების მეოთხე ყოველწლიური საანგარიშო სიმპოზიუმი გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რტექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.

სიმპოზიუმი   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური ქიმიის კათედრისდაარსების 80 წლის იუბილეს ეძღვნება. სიმპოზიუმი 30 დეკემბერს დასრულდება.

მისამართი; ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი