2015-05-14

პროფესორ ნიკოლაე დურას თსუ საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებენ

14 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, პროფესორ ნიკოლაე დურას თსუ საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებენ.

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

თეოლოგიის დოქტორი, კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის (რუმინეთი) სამი მონოთეისტური რელიგიის: ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი-კვლევისა და  შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლაე დურა რუმინული აკადემიური სივრცის გამოჩენილი მკვლევარია. პროფესორი ნიკოლაე დურა სახელგანთქმულია მსოფლიო სამეცნიერო წრეებში თავისი მულტიდისციპლინური კვლევებით - თეოლოგიისა და  საეკლესიო სამართლის, რელიგიისა   და სამართლის  ფილოსოფიის სფეროში.

ქართულ აკადემიურ სივრცეში პროფესორი დურა 2006 წლიდან გამოჩნდა. იგი აქტიურად ჩაერთო ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამაში როგორც ექსპერტი დისციპლინების: ანთროპოლოგია, რელიგიის ფილოსოფია და ქრისტიანული ეთიკა. დიდია მისი წვლილი თეოლოგიის მაინორ პროგრამის შედგენის საქმეში.

მისამართი: ი.ჭაჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია




« იხ. ყველა ანონსი