2013-01-10

გია თორთლაძის ფილმის „ევერესტი - ორმაგი გასროლა“ ჩვენება

10 იანვარს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გია თორთლაძის ფილმის „ევერესტი - ორმაგი გასროლა“ ჩვენება.
ფილმში ორი ექსპედიციის დროს გადაღებული კადრებია გამოყენებული. 2001 და 2012 წლებში ალპინისტმა ევერესტი ორი სხვადასხვა მხრიდან - ტიბეტიდან და ნეპალიდან დაიპყრო.
მსოფლიოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მთავარი გზავნილი იყო - „საქართველო ოკუპანტების გარეშე“ სწორედ ამ წარწერით აღმართა დროშა გია თორთლაძემ მწვერვალზე.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ 1 კორპუსი, სააქტო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი