2015-11-03

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველებთან

3 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები მიზნობრივ აუდიტორიას განუმარტავენ საგრანტო კონკურსის პირობებსა და წესს.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი