2012-01-11

თანამშრომლობის მემორანდუმი ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიასთან

11 იანვარს, 13.00 საათზე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის მიზანს   ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიურ კვლევებში სანდო სამეცნიერო პარტნიორობის განვითარება,  საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა  წარმოადგენს. მხარეები მოამზადებენ და განავითარებენ წინადადებებს კვლევებსა და სასწავლო პროგრამებზე, მოახდენენ ინტელექტუალური, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების მობილიზებას, ერთობლივად იმუშავებენ დონორებთან წარსადგენ ერთობლივ პროექტებზე.  მემორანდუმს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური  რეფერალური ლაბორატორიის დირექტორი ანა ჟვანია მოაწერენ ხელს.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მე–2 კორპ; №135 აუდიტორია (მცირე საკონფერენციო დარბაზი)
« იხ. ყველა ანონსი