2011-06-14

ბიზნეს-ოლიმპიადის ფინალი თსუ-ში

14 ივნისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "თსუ ბიზნეს-ოლიმპიადა 2011"-ის ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
"თსუ ბიზნეს-ოლიმპია და 2011" მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ჩართვას ეკონომიკის სხვადასხვა დარგის კვლევაში და ამ გზით, მათი ცოდნის დონის ამაღლებას, ასევე ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენასა და წახალისებას. ღონისძიებაზე ფინალისტი გუნდები 2 თვიანი კვლევის შედეგებს წარმოადგენენ. სულ ოლიმპიადაში მონაწილეობა 30 გუნდმა მიიღო. დაჯილდოებას სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტი "ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის" ორგანიზებით და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X (მაღლივი) კორპუსის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი