2015-03-05

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებას შორის

5 მარტს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებას შორის თანამსრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების თვმჯდომარე, პროფესორი თინათინ ბოლქვაძე მოაწერენ ხელს.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი საგანმანათებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისა და ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის საარქივო, სამუზეუმო, ბიბლიოგრაფიული და სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლის, კვლევისა და დაცვის სფეროებში; უზრუნველყოფენ ერთობლივი კვლევების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში, რაც გამოიხატება სასწავლო პროგრამებისა და რესურსების განვითარებაში; ხელს შეუწყობენ კვლევით და სასწავლო პროცესში მკვლევრებისა და სტუდენტებისათვის კვლევითი და სამეცნიერო რესურსების წვდომას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი