2014-11-17

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და რელიგია“

17 ნოემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და რელიგია“ გაიხსნება.  ღონისძიებაში თსუ სტუდენტები და პროფესორები მიიღებენ მონაწილეობას.

ორდღიან კონფერენციაზე მონაწილეები წაიკითხავენ მოხსენებებს თანამედროვე აქტუალურ პრობლემებზე ფილოსოფიასა და თეოლოგიაში. ყოველწლიური კონფერენცია იუნესკოს ფილოსოფიური პროგრამის ფარგლებში 2002 წლიდან იმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი