2015-12-22

სტუდენტების მიერ მომზადებული სატელევიზიო ფილმის ჩვენება

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება. საგნის, სამაუწყებლო მედია (ტელევიზია) 1-ის ფარგლებში, დავით ქაშიაშვილის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა დუშეთის შესახებ ფილმი მოამზადეს.

ექსპედიციის მიზანი იყო, სტუდენტებს რეგიონებში მუშაობის პრაქტიკული ცოდნა გაღრმავებინათ, არსებული სოციალური რეალობა უფრო ახლოდან დაენახათ და მოპოვებული ინფორმაცია საზოგადოებისთვის განსხვავებული, საინტერესო ფორმით მიეწოდებინათ.

ექსპედიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ  VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია 
« იხ. ყველა ანონსი