2014-10-03

კორუნას უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა ოფისის ხელმძღვანელის პრეზენტაცია თსუ-ში

3 ნოემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კორუნას (ესპანეთი) უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა ოფისის ხელმძღვანელი, პროფესორი ფერნანდო პენია ეწვევა.

პროფესორი ფერნანდო პენია თსუ-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის კორუნას უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაციის გამართავს.

სამუშაო ენა: ინგლისური.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია (№ 107)

« იხ. ყველა ანონსი