2017-10-13

კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

13 ოქტომბერს, 16 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, კიოლნის უნივერსიტეტისა და თსუ-ს თანამშრომლობის შედეგად განხორცილებული სამაგისტრო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, სადაც ასევე 2016 წლის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომები. მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის გერმანიის საელჩო და  საკონსულო, GIZ, DAAD და ა.შ. ასევე სხვადასხვა უწყებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, თსუ-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი და სტუდნეტები.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდებიან კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორები, პროგრამის ხელმძღვანელები გერმანული მხრიდან, ფროფესორი Dr. Bernhard Kempen და პროფესორი Dr. Christian von Coelln.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,  I კორპუსი, აუდიტორია N06
« იხ. ყველა ანონსი