2011-06-10

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე სახელმწიფო პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს თსუ–ში

10 ივნისს, 15.00 საათზე,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოადგილე ნიკოლოზ სეფერთელაძე და სამინისტროს სხვა  წარმომადგენლები გამართავენ  საინფორმაციო შეხვედრას   სახელმწიფო პროგრამაში „ ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულ პირთათვის. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.
პროგრამა  გულისხმობს ქვემო ქართლის, სამცხე–ჯავახეთის და კახეთის რეგიონის არაქართულენოვან სკოლებში   ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ქართულ ენაზე ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად სწავლებას.  ამასთან დაკავშირებით, დაგეგმილია რიგი ღონისძიებებისა. კერძოდ:  ქართული ენის სახლების დაარსება,  მასწავლებელთა ტრენინგები,  მულტილინგვური სწავლება, ქართულის, როგორც მეორე ენის სასწავლო მასალების გამოცემა, საზაფხულო ბანაკებისა და ბილინგვური სკოლამდელი განათლების ცენტრების შექმნა,  მოსწავლეთა გაცვლითი  და  სკოლების დაძმობილების პროგრამების შექმნა, კონკურსები, პედაგოგების გაგზავნა არაქართულენოვან სკოლებში,  დოქტორანტების ჩართულობა  და სხვა ღონისძიებები.
 პროგრამის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სთავაზობს მაგისტრატურაში სწავლის სრულად დაფინანსებას (პროგრამის ბაკალავრი მონაწილეებისთვის) და  ყოველთვიურ შემოსავალს.
მისამართი: თსუ მე–5 კორპუსი,  313–ე აუდიტორია  

« იხ. ყველა ანონსი