2017-02-08

თსუ 99 წლის იუბილე

8 თებერვალს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. საიუბილეო საღამოზე ფოტოგამოფენა „პირველი“ გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება მასალები პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის მშენებლობის, პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გახსნისათვის მზადების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პირველი პროფესორების, ევროპაში წარგზავნილი სტუდენტების, ევროპაში განათლება მიღებულ ქართველ მეცნიერთა მიღწევების შესახებ.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.
« იხ. ყველა ანონსი