2013-06-28

პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

28 ივნისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთასორისო კონფერენცია და საიუბილეო სხდომა გაიმართება.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის თემაა „პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკების აქტუალური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე.“
ღონისძიება 29 ივნისს დასრულდება.

მისამართი: ქიქოძის ქ. 14, თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი

« იხ. ყველა ანონსი