2016-01-15

დისკუსია თემაზე: ნოე ჟორდანია, როგორც პოლიტიკური ლიდერი

15 იანვარს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა“  გამართავს დისკუსიას „ნოე ჟორდანია, როგორც პოლიტიკური ლიდერი“. დისკუსია ეძღვნება ნოე ჟორდანიას 148 წლის იუბილეს.

მომხსენებლები იქნებიან: ბექა კობახიძე, დიმიტრი სილაქაძე, ლევან ლორთქიფანიძე, ირაკლი ირემაძე.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკის (მარო მაყაშვილის სახელობის) დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი