2013-10-11
"ბიოეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება" - II საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია
11 ოქტომბერს, 10.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება II საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია
,,ბიოეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება“. ღონისძიება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრისა და ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ–გერმანული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება.
სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ მოწვეული სტუმრები იტალიიდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან; ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები და ფერმერები.
კონფერენცია, რომელიც 12 ოქტომბერს დასრულდება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ციურიხის (შვეიცარია) ტექნოლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ X (მაღლივი) კორპუსი, აუდიტორია №206
« იხ. ყველა ანონსი