2011-05-04

კაროლინსკას უნივერსიტეტის პროფესორი ბენგტ ბიორგსტენი სტუმრად თსუ–ში

4 მაისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შვედეთის კაროლინსკას უნივერსიტეტის პროფესორი ბენგტ ბიორგსტენი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „სამედიცინო კვლევები და სამეცნიერო–კვლევითი განათლება შვედეთში“. აღნიშნული ლექცია თსუ–ის მედიცინის ფაკულტეტისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, მცირე საკონფერენციო დარბაზი №135
« იხ. ყველა ანონსი