2014-11-29

პროექტის - "ანალიტიკური ესეების კონკურსი" მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

29 ნოემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - "ანალიტიკური ესეების კონკურსი"  მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაზე 3 საუკეთესო მონაწილეს ფულადი ჯილდო და სერტიფიკატები გადაეცემათ.

ღონისძიებაზე  ასევე გაიმართება გამარჯვებულ მონაწილეთა ესეების პრეზენტაცია.

პროექტი - "ანალიტიკური ესეების კონკურსი"  თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107- აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი