2014-03-28

საქართველოს დაცული ტერიტორიების ფოტოგამოფენა თსუ–ში

28 მარტს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ფოტოგამოფენა „საქართველოს დაცული ტერიტორიები“.

გამოფენას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს დაცული ტერიტორების სააგენტოს თავჯდომარე რატი ჯაფარიძე, სტუდენტები დაესწრებიან.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა რეგიონის ფლორის, ფაუნის და საინტერესო პეიზაჟების 100-მდე ფოტო. მათ შორის, ვაშლოვანის ნაკრძალის ნახევრადუდაბნოები, ლაგოდეხის ნაკრძალის ჩანჩქერები, გამორჩეული ბუნების ძეგლები თუშეთის ტერიტორიაზე, პალიასტომის ტბაზე გადამფრენი უნიკალური ფრინველები, საქართველოში ერთადერთი ლეოპარდის ფოტო, რომელიც ვაშლოვნის ნაკრძალში ფოტოხაფანგითაა გადაღებული და სხვა. გამოფენა საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასთან ერთად საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. 

გამოფენა თსუ-ს ეკოკლუბის და საქართველოს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ორგანიზებით ეწყობა. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, საგამოფენო დარბაზში 

« იხ. ყველა ანონსი