2015-03-26

„სოხნუთის“ წარმომადგენლის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

26 მარტს, 13.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხრეთ კავკასიაში ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ავი ოფირი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ებრაისტიკა-არამეისტიკის დეპარტამენტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 212-ე („სამსუნგის“) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი