2011-05-13

პროფესორი ჯოან ბეინი სტუმრად თსუ–ში

13 მაისს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის პროფესორის ჯოან ბეინის საჯარო ლექცია გაიმართება. პროფესორის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების პროგრამის პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, აუდიტორია№135
« იხ. ყველა ანონსი